ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები ვიპოვეთ, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა - დავით ქაცარავა | Allnews.Ge

ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები ვიპოვეთ, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა - დავით ქაცარავა

ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები ვიპოვეთ, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქაცარავამ განუცხადა, რომელიც რამდენიმე დღეა ბორჯომის ხეობაში მოხალისედ მუშაობს.

მისი თქმით, ნაპოვნ მასალას და შესაბამისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცველებს დღეს მიაწვდიან.

"სანამ სამართალდამცველები არ იტყვიან რამეს, დივერსიაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ბოთლის ნამსხვრევებს სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის ან დიზელის სუნი ჰქონდა," - განაცხადა დავით ქაცარავამ.

myquiz