გურიაში ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი | Allnews.Ge

გურიაში ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი

გურიაში, სოფელ ჩიბათთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, ტრაილერს მისაბმელი მოსწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, კიდევ 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. ტრაილერის მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა. შემთხვევა გამთენიისას, 05:00 საათზე მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც 5 ან 5-ზე მეტი ადამიანის სიცოხლის მოსპობა გამოიწვია.

გურიაში ავარიის შედეგად გადარჩენილი მამაკაცი კლინაკაში პოლიტრავმით მიიყვანეს - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი