სოფელ დაბას მიმდებარე ფერდობებზე ცეცხლი კვლავ გაჩნდა | Allnews.Ge

სოფელ დაბას მიმდებარე ფერდობებზე ცეცხლი კვლავ გაჩნდა

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ფერდობებზე ნახანძრალი ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთზე კვლავ ცეცხლი გაჩნდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტში განაცხადეს, ხელმეორედ აალება ქარმა გამოიწვია.

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, სხვა მონაკვეთებზე ცეცხლი არ გაღვივებულა. როგორც საგანგებო სიტუაციების სააგანტოში განმარტავენ, ხელმეორედ გაჩენილი კერის ჩასაქრობად ვერტმფრენები იმუშავებენ.

myquiz