სასულიერო პირებმა სტიქიასთან მებრძოლი ადამიანებისთვის ბორჯომში საკვები და სასმელი ჩაიტანეს | Allnews.Ge

სასულიერო პირებმა სტიქიასთან მებრძოლი ადამიანებისთვის ბორჯომში საკვები და სასმელი ჩაიტანეს

ბორჯომის ხეობაში შექმნილ საგანგებო შტაბს წმინდა სინოდის წევრები ეწვივნენ. მანამდე სასულიერო პირებმა სოფელ დაბის ეკლესიაში პარაკლისი აღავლინეს.

"ჩამოვედით წმინდა სინოდის წევრები. გადავიხადეთ პარაკლისები ტაძარში. შტაბში გავეცანით ვითარებას. ამ ურთულეს ვითარებაში ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენი ფიზიკური და სულიერი ძალების მობილიზება. ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა.

ადამიანის შრომაზე ბევრი რამეა დამოკიდებული, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების შეთანხმებულ მუშაობაზე. წარმატება ვუსურვეთ და ვლოცულობთ ყველა სამლოცველოში, რათა დავძლიოთ ეს განსაცდელი. ამ განსაცდელს ერისა და ბერის ერთად დგომა სჭირდება. ჩვენ ერთობით ყველაფერს დავძლევთ და იმედი მაქვს, რომ ამ განსაცდელიდან უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებთ და კიდევ უფრო გავძლიერდებით",- განუცხადა ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლიმ.

სასულიერო პირებმა პატრიარქის დავალებით სტიქიასთან მებრძოლი ადამიანებისთვის საკვები და სასმელი ჩაიტანეს.

myquiz