კიდევ ერთი ხანძარი, ამჯერად რუსთავში | Allnews.Ge

კიდევ ერთი ხანძარი, ამჯერად რუსთავში

თბილისი-რუსთავის გზაზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახსა და მცირე ზომის ბუჩქნარს გაუჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით, 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ჯგუფი მუშაობს და ამაჟამად ხანძარი ლოკალიზებულია.

myquiz