უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი | Allnews.Ge

უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს რაიონში უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში განუცხადეს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შავი ზღვის უმრავლეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, იქროლებს ქარი 10/15 მ სიჩქარით. მოსალოდნელია მისი გაძლიერება 22 მ წამამდე.

დღისით დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსი, ხოლო ღამის საათებში 17-22 გრადუსი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, ზოგიერთ რაიონში სეტყვა, იქროლებს ქარი 10/15 მ წამში.

აღმოსავლეთის ბარში დღისით მოსალოდნელია 23 გრადუსი სითბო, იქროლებს ქარი 17-22 მ წამში.

რაც შეეხება დედაქალაქს, ჰიდრომეტეოროლოგები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. თბილისში დღისით მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსამდე, ხოლო ღამის საათებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს ქარი 10-17 მ წამში.

სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 26 აგვისტოდან პროგნოზირებენ.

myquiz