ბორჯომის ტყეში ბენზინის ბიდონი იპოვეს | Allnews.Ge

ბორჯომის ტყეში ბენზინის ბიდონი იპოვეს

ბორჯომის ტყეში, სადაც 20 ლიტრიანი ბენზინის ბიდონი იპოვეს, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოხდა რეაგირება ტყეში ბიდონის აღმოჩენის საკითხზეც.

ბორჯომის ტყეში ბიდონის პოვნის თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამის შესახებ სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი წერს.

"დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა. შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ახლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში", - წერს სინჯიკაშვილი და აღნიშნულის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

წაღვერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო

myquiz