მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ბაკურიანში არსებულ ვითარებაზე საუბრობს
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის ალექსანდრე ონოფრიშვილის ინფორმაციით, ბაკურიანში ხანძრის გავრცელების შესაძლებლობა არ არის. როგორც ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაკურიანში დაკვამლიანებაც აღარ არის.
"ბაკურიანში სრული სიმშვიდეა. ამ წუთას საბაგიროები ჩართულია ჩვეულ რეჟიმში. გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს ბაკურიანში დაკვამლიანება არ არის და არანაირი შესაძლებლობა ბაკურიანში ცეცხლის გავრცელების არ არსებობს",- განაცხადა ონოფრიშვილმა.