შეკვეთილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ სამ მგზავრს ოპერაცია ესაჭიროება | Allnews.Ge

შეკვეთილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ სამ მგზავრს ოპერაცია ესაჭიროება

შეკვეთილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 28 მგზავრიდან 3-ს ოპერაცია ესაჭიროება. ამის შესახებ

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომელიც ავარიის ადგილზე მივიდა.

მისი თქმით, ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად დაშავებულები ქობულეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, რამდენიმეს კი დაზიანებები ზედაპირულად უმუშავდება.

"დაშავებულები სტაბილურად არიან. ისინი სხვადასხვა დაზიანებებით ქობულეთის ორ კლინიკაში არიან მოთავსებულები. 19 დაშავებული ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, საიდანაც ოთხი დაკვირვების გამო, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, დანარჩენები კი ქობულეთის კიდევ ერთ კლინიკაში არიან მოთავსებული. სამ მათგანს ოპერაცია ესაჭიროება", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შეკვეთილში ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი დღეს დილით შეეჯახა. ერთ მიკროავტობუსს მგზავრები ბათუმიდან თბილისის, მეორეს კი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გადაჰყავდა.

ქობულეთი-გურიის გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსები შეეჯახნენ - დაშავებულია 28 მგზავრი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

myquiz