ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი უკვე კოპიტნარის აეროპორტშია
ბელორუსის კუთვნილ სახანძრო ვერტმფრენს ბორჯომის ხეობაში უახლოეს ხანში ელოდებიან. როგორც საგანგებო შტაბში განაცხადეს, ვერტმფრენი უკვე კოპიტნარის აეროპორტშია.
"ბელორუსიდან გამოგზავნილი МИ-26 უკვე კოპიტნარშია. ის ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მალე ჩაერთვება", - განაცხადეს შტაბში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ბორჯომში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი
თავის მხრივ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ვერტმფრენი ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდია.
ზურაბ ალავიძე - ვერ ვიტყვით, რომ მალე მოვრჩებით
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა.