ქობულეთი-გურიის გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსები შეეჯახნენ - დაშავებულია 28 მგზავრი | Allnews.Ge

ქობულეთი-გურიის გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსები შეეჯახნენ - დაშავებულია 28 მგზავრი

ქობულეთი-გურიის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 მგზავრი დაშავდა. ისინი ქობულეთში სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ოთხი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ადგილზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მივიდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ერთმანეთს მიკროავტობუსები შეეჯახნენ.

შეკვეთილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ სამ მგზავრს ოპერაცია ესაჭიროება

ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ავარიების 2017 წლის სტატისტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

myquiz