უახლოესი დღეების განმავლობაში გამოცხადებულია წვიმა | Allnews.Ge

უახლოესი დღეების განმავლობაში გამოცხადებულია წვიმა

22 აგვისტოს დღის ბოლოდან 24 აგვისტოს დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დასავლეთ საქართველოში - ზოგან ძლიერი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ცნობით, 22 აგვისტოს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში, ხოლო 23 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

myquiz