დღეს ბორჯომსა და მის შემოგარენში ნავარაუდევია ქარის შესუსტება | Allnews.Ge

დღეს ბორჯომსა და მის შემოგარენში ნავარაუდევია ქარის შესუსტება

სინოპტიკოსები ბორჯომის ხეობაში დღეს ქარის სიჩქარის გაძლიერებას არ ელოდებიან. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა განაცხადა, დღეს ბორჯომსა და მის შემოგარენში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით, +30 - +35 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მისივე თქმით, ქარის სიჩქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის, პირიქით, ნავარაუდევია შესუსტება. სინოპტიკოსის ინფორმაციით, დღეს ქარის სიჩქარე მაქსიმუმ 3-8 მ/წ-ში იქნება.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა. გუშინ ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი დავალებით ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

დღე მესამე: ბორჯომის ხანძარი

myquiz