დღე მესამე: ბორჯომის ხანძარი | Allnews.Ge

დღე მესამე: ბორჯომის ხანძარი

ბორჯომში, სოფელ დაბასთან, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 500 მაშველი და სპეციალური დანაყოფია ჩართული, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ წუთებში ადგილზე მუშაობს 2 ვერტმფრენი - ერთი ქართული და ერთი აზერბაიჯანული. ალავიძის განცხადებით, კიდევ ელოდებიან ერთ ვერტმფრენს თბილისიდან, ასევე - ორს თურქეთიდან.

"დაახლოებით, 500 მაშველი და სპეციალური დანაყოფები მუშაობენ ხანძრის ლოკალიზებისთვის. ხანძრის კერა ორი მიმართულებით რჩება - ერთია წაღვერის და მეორე ყვიბისის მიმართულება. ყველგან ვართ მობილიზებულები", - განაცხადა ალავიძემ.

საგანგებო შტაბი მოქალაქეებს მიმართავს

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა. გუშინ ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი დავალებით ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

დღეს ბორჯომსა და მის შემოგარენში ნავარაუდევია ქარის შესუსტება

myquiz