რამდენად გამძლეა ელექტრომობილი და რა წესები უნდა გავითვალისწინოთ მისი გამოყენებისას | Allnews.Ge

რამდენად გამძლეა ელექტრომობილი და რა წესები უნდა გავითვალისწინოთ მისი გამოყენებისას

ბოლო პერიოდში, საქართველოში საწვავზე მომუშავე ავტომობილიდან ელექტრომობილზე არაერთი მძღოლი გადაჯდა. 2017 წლის 1 იანვრიდან 28 ივნისამდე ჩვენს ქვეყანაში 176 ელექტრომობილის განბაჟება მოხდა.

ელექტრომობილის, მფლობელის, შალვა სამხარაძის თქმით, მან ავტომობილი რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მას შემდეგ ავტოსერვისის მიღება არ დასჭირვებია, რადგან ავტომობილს ზეთის შეცვლის დროც კი არ მოუვიდა.

"როდესაც ავტომობილი შევიძინე, მაშინ საქართველოში 3–4 ელექტრომობილი გადაადგილდებოდა, მისი მექანიზმის შესახებ კი არავინ არაფერი იცოდა, ამიტომ ვიკითხე, სად შეიძლებოდა ავტოსერვისი მიმეღო, რაზეც მიპასუხეს, რომ ეს ავტომობილი შესაკეთებელი მხოლოდ ავტოავარიის შემთხვევაში გამიხდებოდა. მართლაც, დღემდე მხოლოდ საბურავები შევუცვალე, დანარჩენი ნაწილები კი ჯერ კიდევ ხელუხლებელია. არსებობს წესები, რომლებიც ელექტრომობილის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ, რათა ავტომობილის ელემენტები და ნაწილები კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ.

ელექტრომობილი, რომელიც დაახლოებით 5000 დოლარი ღირს

ეს რუკა ელექტრომობილების დამტენების ადგილმდებარეობას მსოფლიოს მასშტაბით გვიჩვენებს

2018 წლიდან, ელექტრომობილების დატენვა შესაძლოა ფასიანი გახდეს

კერძოდ, ელექტომობილის გაჩერებულ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა არ შეიძლება, რადგან აკუმულატორს, თუნდაც ელემენტს, უმოქმედო მდგომარეობაში ყოფნა აფუჭებს. უნდა დატენო და დაცალო. ასევე, მნიშვნელობა არ აქვს, ავტომობლს ბოლომდე დამუხტავ თუ ნახევრად, ეს მისი მექანიზმის შენარჩუნებაზე ზეგავლენას არ ახდენს, მთავარია, მუდმივად მოძრაობაში იყოს," – განმარტავს შალვა სამხარაძე.

ელექტრომობილებს შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების მსგავსად, საავტომობილო ზეთი ესაჭიროებათ, თუმცა მხოლოდ რედუქტორში. ელექტრომობილებს ზეთის შეცვლის ვადები განსხვავებული აქვს, თუმცა მძღოლი ავტომობილის მდგომარეობას მუდმივად უნდა დააკვირდეს და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღოს. როგორც ცნობილია, ზეთის შეცვლის ფასი ელექტრომობილის შემთხვევაში 60 ლარია".

გოგა მუმლაძეც ელექტრომობილით გადაადგილდება თუმცა, ავტოსერვისი ჯერ მასაც არ დასჭირვებია. გოგას თქმით, ქართველი მექანიკოსები ელექტრომობილების მექანიზმს უკვე ითვისებენ და ზოგიერთ მათგანს ერთდროულად, ჰიბრიდისა და ელექტრომობილის შეკეთებაც შეუძლია.

"ელექტრომობილს შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილის ცვეთადი ნაწილების დაახლოებით, 2–3% ანუ 30 მათგანი აქვს. ამ ნაწილების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ხდება და დაახლოებით, ისეთივე ფასები აქვს, როგორიც საწვავზე მომუშავე ავტომობილებს. ყველაზე მთავარი, რაც ელექტრომობილს საწვავზე მომუშავე ავტომობილისგან განასხვავებს, ელემენტებია, რომლებსაც საკმაოდ ხანგრძლივი საგარანტიო ვადა აქვთ. არ მსმენია, რომ ვინმეს მათი შეცვლა დაჭირვებოდეს, შესაბამისად, მოთხოვნადი არ არის, მაგრამ მათი შეძენა საქართველოში მაინც შეგიძლიათ.

თითოეული ელემენტის ფასი ჩვენთან 600$–დან 2000$–მდე მერყეობს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით საკმაოდ იაფია, რადგან იქ ერთი მოდული 80$–მდე ღირს, მათი რაოდენობა კი დაახლოებით, ორმოცდარვაა," – დასძენს გოგა მუმლაძე.

მისივე თქმით, ყველა მარკის ელექტრომობილს ქარხნული პროგრამები გააჩნია, რომლებსაც კომპიუტერული დიაგნოსტიკის სპეციალისტები იწერენ და ავტომობილის შემოწმებისას იყენებენ, რათა პრობლემას მიაგნონ.

ავტოიმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი, ივანე ნაზღაიძე ელექტრომობილების ჩამოყვანისთვის შეკვეთებს სულ უფრო ხშირად იღებს.

"თბილისში დამონტაჟებული მოწყობილობები ავტომობილს 4 საათში მუხტავს, რაც მძღოლისთვის არაკომფორტულია, თუმცა გამოსავალი მისი სახლში, ღამით დამუხტვაა. საქართველოში ჯერჯერობით სწრაფი დამტენები არ გვაქვს, რომლებიც ელექტრომობილს 30–45 წუთში მუხტავს, თუმცა აქ მეორე სირთულეს ვაწყდებით, ისინი აკუმლატორს აფუჭებენ".

ავტოიმპორტიორის თქმით, ეს ერთადერთი დისკომფორტია, რომელსაც დღეს ელექტრომობილების მფლობელები განიცდიან, რადგან ავტომობილი არამხოლოდ საწვავის ხარჯის, არამედ ელექტრონაწილების თვალსაზრისითაც ძალიან ეკონომიურია.

"ყოველი 6 000 – 8 000 კილომეტრის გავლის შემდეგ ავტომობილს ზეთის ჩასხმა არ სჭირდება, რაც დიდი შეღავათია, ასევე არ აქვს აალების სანთლები (ე.წ სვეჩები), რომლებსაც მძღოლები ხშირად ყიდულობენ ხოლმე, არ შეგაწუხებს საწვავის სუნი," – განმარტავს ივანე ნაზღაიძე.

თუ ელექტრომობილს ფლობთ და ავტოსერვისი დაგჭირდებათ, მისი საწვავზე მომუშავე ავტომობილების მსგავსი ნაწილების შეკეთება ბევრ მექანიკოსს შეუძლია, ხოლო თუ რაიმე სპეციფიკური გაგიფუჭდებათ, მისი კომპიუტერული დიაგნოსტირება უნდა მოახდინოთ.

მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ელექტრომობილის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, მისი გარბენია. რაც უფრო მეტი კილომეტრი აქვს ავტომობილს გავლილი, მას ერთი დატენვით უფრო ნაკლები მანძილის გავლა შეუძლია.