ილჰამ ალიევის დავალებით, ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანმა ვერტმფრენი გამოაგზავნა | Allnews.Ge

ილჰამ ალიევის დავალებით, ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანმა ვერტმფრენი გამოაგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საქართველოში ვერტმფრენი გამოაგზავნა, რათა ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში ქართულ მხარეს დაეხმარონ.

აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA იუწყება.

ბორჯომში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე 200-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს.

myquiz