საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი | Allnews.Ge

საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21–22 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი ნარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება.

23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და დღის ბოლოს გაწვიმდება. 24 აგვისტოს დღისით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს. 25 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 23 – 24 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით და ქარის გაძლიერება. დანარჩენ დღეებში კი მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება.

myquiz