მეტრო "ახმეტელთან" პოლიცენტრული ზონის მოწყობა იგეგმება | Allnews.Ge

მეტრო "ახმეტელთან" პოლიცენტრული ზონის მოწყობა იგეგმება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, გლდანში პოლიცენტრული ანუ ინვესტიციების მოზიდვის ზონა გაჩნდება - აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ის "სითი ინსტიტუტ საქართველოს" დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ მიაწოდა. სალუქვაძის განმარტებით, პოლიცენტრული ზონის მოწყობა მეტროსთან ახლოს, მუხიანისკენ მიმავალი გზაგასაყარის მიდამოებში არის დაგეგმილი.

"ჩვენი რეკომენდაციით პოლიცენტრულ ზონაში ყველა ის სერვისი იქნება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას დააკმაყოფილებს და მათ ყველაფრისთვის ქალაქის ცენტრში წასვლა არ მოუწევთ, ეს კი თავის მხრივ დედაქალაქის ცენტრის გამოთავისუფლებას გამოიწვევს"- აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.

გლდანში რეკრეაციული ზონებიც არის გათვალისწინებული.

"ჩვენ გლდანი-თემქის მიდამოებში საპარკო ზონების მოწყობა შევთავაზეთ ხელისუფლებას.

ხევძმარას ხევის მიდამოებში, ორ მიკრორაიონს შორის დიდი საპარკო ზონა იქნება.

იქ საუბნო მნიშვნელობის გარკვეული გამწვანებული ტერიტორიები შეიძლება დაიგეგმოს. ჩვენ უბრალოდ ზონა ვაჩვენეთ იმიტომ რომ მოგეხსენებათ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ათი ათასიან მასშტაბში მუშაობს და აქ ყველა ობიექტზე ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული მონიშვნის საშუალება" - განმარტა "სითი ინსტიტუტ საქართველოს" დირექტორმა და აღნიშნა, რომ გენგეგმის საფუძველზე დამუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმები, მათ შორის ამ პოლიცენტრული არეალისთვის და იქ უკვე კონკრეტულად გაიწერება სად უნდა იყოს გამწვანებული რეკრეაციული ზონები, სად უნდა იყოს სერვისის ობიექტები, რა მოცულობის და რა პარამეტრების უნდა იყოს.

მამუკა სალუქვაძის თქმით, გლდანის შემთხვევაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა პრიორიტეტად უნდა იქცეს.

გენგეგმის კონცეფციით, ახალი სავაჭრო ცენტრების განვითარება უნდა შეიზღუდოს

თბილისის უბნები, რომელიც გენგეგმამ შესაძლოა გააძვიროს

რას ითვალისწინებს გენგეგმა "ხრუშოვკებთან" დაკავშირებით

 

myquiz