ხანძარი დიღომში - ცეცხლი სავარაუდოდ გამხმარ ბალახს გაუჩნდა | Allnews.Ge

ხანძარი დიღომში - ცეცხლი სავარაუდოდ გამხმარ ბალახს გაუჩნდა

დიღმის მეორე მასივში, 169-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამწვარია 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახანძრო სამაშველო სასახურში განუცხადეს ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე ორი სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. დაშავებული არავინაა.

მათივე თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ გამხმარ ბალახს გაუჩნდა.