მემინგენი-ქუთაისის ავიარეისი გაუქმდა | Allnews.Ge

მემინგენი-ქუთაისის ავიარეისი გაუქმდა

მემინგენი - ქუთაისის ავიარეისი რომელიც წუხელ უნდა შესრულებულიყო, საბოლოოდ გაუქმდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში განუცხადეს, რეისის გაუქმების მიზეზი უამინდობა იყო.

"ქუთაისი - მემინგენის რეისი, რომელიც ქუთაისიდან გაფრინდა 19:17 საათზე, მემინგენში არსებული ძლიერი ელჭექის გამო მიუნხენში დაფრინდა. ასევე, ელჭექის გამო გაუქმდა ქუთაისის მიმართულებით ფრენა. ხოლო მემინგენიდან მომავალ მგზავრებს, ავიაკომპანია ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებს", - განაცხადეს ქუთაისის აეროპორტში.

გერმანიის ქალაქ მემინგენიდან ქუთაისის მიმართულებით ავიარეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა ავიარეისი არ შესრულდა. მგზავრების თქმით, მათ არანაირი განმარტება არ მისცეს რეისის გაუქმების შესახებ, რის გამოც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

myquiz