20, 21 და 22 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება | Allnews.Ge

20, 21 და 22 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

სამი დღის განმავლობაში, 20, 21 და 22 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრიდან გვაცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 34-39 გრადუსამდე იქნება. უნალექო ამინდებია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 31-36 გრადუსამდე დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ამავე პერიოდში დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსი დაფიქსირდება.

myquiz