ისანში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ბაზრის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მიეცათ | Allnews.Ge

ისანში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ბაზრის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მიეცათ

ისანში, მეორადი ავტომობილების ნაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ტერიტორიაზე შესვლისა და დამწვარი კომერციული ობიექტების დათვალიერების საშუალება მიეცათ.

ისინი ტერიტორიაზე, რომელიც საპატრულო პოლციას ლენტით აქვს გადაკეტილი, ამ წუთებში შევიდნენ.

მანამდე კი დაზარალებულებსა და ბაზრობის მფლობელი კომპანიის "ტრანსერვისის" დირექტორ ბექა მახარაძეს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი დაზარალებულებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ.

myquiz