ქალი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა | Allnews.Ge

ქალი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა

ბათუმში, მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. 44 წლის ქალი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ბათუმში ე.წ. ბარცხანის დასახლებაში სატვირთო მატარებელი 44 წლის ქალს რამდენიმე დღის წინ დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ქალბატონი საავტომობილო გზიდან მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც სატვირთო მატარებელი დაეჯახა.

საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

myquiz