თამარ მეარაყიშვილს ცხინვალის ე.წ. პროკურატურაში დღეს დაკითხავენ | Allnews.Ge

თამარ მეარაყიშვილს ცხინვალის ე.წ. პროკურატურაში დღეს დაკითხავენ

სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ცხინვალის რეჟიმის კონტროლირებად ე.წ. პროკურატურაში ცოტა ხანში დაკითხავენ. თამარ მეარაყიშვილს ადვოკატი უკვე ჰყავს.

მის უფლებებს ვლადიკავკაზში მცხოვრები იურისტი დაიცავს. დამატებითი დეტალები ბრალთან დაკავშირებით, ახალგორში მცხოვრები ქართველი სამოქალაქო აქტივისტისთვის და მისი ადვოკატისთვის ცნობილი დღეს გახდება.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტია, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის წარმომადგენლებმა 16 აგვისტოს დააკავეს, გამთენიისას კი გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის პარტიის წევრის სპარტაკ დრიაევის მიმართ "ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას".

myquiz