როგორია სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეების ამინდის შესახებ | Allnews.Ge

როგორია სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეების ამინდის შესახებ

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრი იტყობინება.

ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34-39 გრადუსამდე იქნება შენარჩუნებული. უნალექო ამინდებია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა 31-36 გრადუსამდე შენარჩუნდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსი დაფიქსირდება, ჰაერის მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

myquiz