ველისციხეში 75 წლამდე მამაკაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო | Allnews.Ge

ველისციხეში 75 წლამდე მამაკაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო

ველისციხეში 75 წლამდე მამაკაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, სახლში მხოლოდ მისი შეუძლოდ მყოფი მეუღლე იმყოფებოდა, უბედური შემთხვევის შესახებ კი მეზობლებმა მეორე დღეს გაიგეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

myquiz