18.08.2017 / 12:27
შრიფტის ზომა:

თბილისის ბაღებში სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ახალი 2017-2018 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას ბრძანებით, სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებს დაევალათ შენობების სანიტარული დამუშავება, სამშენებლო ნარჩენების გატანა იმ ბაღებიდან, სადაც მიმდინარე არდადეგების პერიოდში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა.

ამასთან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებს დაევალათ ბაგა-ბაღების ეზოების და შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზი, ცენტრალური გათბობის სისტემების შემოწმება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება სააღმზრდელო პროცესის სათანადო პირობებში დაწყების უზრუნველყოფისათვის.