თბილისის უბნები, რომელთაც დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება | Allnews.Ge

თბილისის უბნები, რომელთაც დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სს "თელასიდან" აცნობეს, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ისნის რაიონში.

კერძოდ, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ჯანელიძის და გეთიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10 :00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, ქებურიას და ხვედელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18 :00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ქვემო ფონიჭალის დასახლების, გორგასლის (ნაწილობრივ), გულუას, ორბელიანის და მტკვრის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმერეთის შესახვევის, ბენდელიანის და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 11:30 საათიდან 17 :00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაღდადის და მანაგაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოძიაშვილის, ცინცაძის, შარტავას, კანდელაკის, ქანთარიას და ანაგის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ”თელასში” აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

myquiz