"ოკრიბას" ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარებული მამაკაცი პოლიციამ ურეკში იპოვა | Allnews.Ge

"ოკრიბას" ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარებული მამაკაცი პოლიციამ ურეკში იპოვა

"ოკრიბას" ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარებული ლევან მ. პოლიციამ ურეკში იპოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, ქუთაისის საქალაქო სამმართველოდან გადაგზავნილი მასალების საფუძველზე, 1995 წელს დაბადებული ლ. მ.-ს დიდუბის ავტოსადგურ "ოკრიბადან" გაუჩინარების ფაქტის შესახებ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქე ლ.მ.-ს ადგილსამყოფელი დაადგინეს. გაირკვა, რომ იგი სოფელ გრიგოლეთიდან დაბა ურეკის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ამ მომენტისათვის ლ.მ. თავს კარგად გრძნობს. მის მიმართ რაიმე სახის ძალადობრივ ქცევას ან თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია.

myquiz