ოკაცეს კანიონთან რუსი ტურისტების ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა | Allnews.Ge

ოკაცეს კანიონთან რუსი ტურისტების ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ცეცხლი ავტომობილის სადენებს გაუჩნდა და ამ ეტაპზე ინციდენტი ამოწურულია.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე მაშველები.

"იქიდან გამომდინარე, რომ არავინ იყო მომჩივანი და დაზარალებული, საქმეზე ძიება არ დაწყებულა," - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შემთხვევის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოს ავტორი გურამ შეროზიაა.

myquiz