თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზი ავარიულად შეუწყდა | Allnews.Ge

თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზი ავარიულად შეუწყდა

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, 16 აგვისტოს, 15:30 საათზე, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის ქუჩა, ბერბუკის ქუჩა №8, №10, მერაბ კოსტავას ქუჩა №71ა, №72ა, პავლე ასლანიდის ქუჩა №19/21, №23/25, №29, №29ა, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №22, პლატონ იოსელიანის ქუჩა №2, №12/14, იყალთოს ქუჩა №8, №7/9, №44ბ/44ა, სიმონ ჩიქოვანის, ანდრია და მელიტონ ბალანჩივაძეების, ჭიათურის, ჩაილურის, პანკისის, ახალშენის, ნატახტარის, სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩა №7, ოთარ ონიაშვილის ქუჩა №1, №25/27, №31, №34, №57, №61, №62, №67, ჟიული შარტავას ქუჩა №40, №41, №68, №71, იური გაგარინის, ვიტალი დარასელიას, სოკრატ არშბას, ოჩამჩირის, ვიქტორ დოლიძის, პეკინის, ადამ მიცკევიჩის, თინა იოსებიძის, სულხან ცინცაძის, ბახტრიონის, დავით გამრეკელის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტსა და სხვა კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება 17 აგვისტოს, 11:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს, მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.

myquiz