საქართველოში ივლისში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი იყო | Allnews.Ge

საქართველოში ივლისში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი იყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ივლისში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი იყო, რაც თვის პირველ დეკადაში საქართველოს ტერიტორიაზე ევროპის სამხრეთი და ცენტრალური რაიონებიდან თბური ტალღის გავრცელებამ განაპირობა.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში ზესტაფონში +39.7ºC დაფიქსირდა, აღმოსავლეთში - ლაგოდეხში +39.0ºC. ამასთან, ტემპერატურის წლიური ექსტრემუმების გადაფარვა არ აღნიშნულა. აღინიშნა მხოლოდ თვის ექსტრემუმების უმნიშვნელო გადაფარვა შოვში. საგუშაგოზე დაფიქსირდა +35.7ºC, რაც +0.2ºC-ით აღემატება 2015 წელს დაკვირვებულ მაქსიმუმს.

თბილისში 1881 წლიდან დღემდე 2017 წლის ივლისი იყო მეოთხე სითბოს მიხედვით 2000, 1882 და 2010 წლების შემდეგ. თვის საშუალო ტემპერატურამ შეადგინა +26.7ºC. ივლისის ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა აღინიშნა 2000 წელს +27.7ºC.

myquiz