ქვემო ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა | Allnews.Ge

ქვემო ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა

ქვემო ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შედეგად ცოტა ხნის წინ ერთი ადამიანი დააკავეს.

თავის მხრივ, შსს-ს განმარტებით, დაკავებულია ნარკორეალიზატორი. ქვემო ფონიჭალაში ამ დრომდე რჩებიან სპეცრაზმის თანამშრომლები.

ფონიჭალაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით სულ 5 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ასევე ერთი სპეცოპერაცია თბილისის გასასვლელში ჩაატარეს, რომლის დროსაც ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი აიყვანეს.

 

თვითმხილველების თვალით დანახული სპეცოპერაცია თბილისში

თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს

myquiz