გიორგი სიგუა - GEM FEST 2017-ს სახელმწიფო სტრუქტურებიდან "ერთი თეთრი არ მიუღია" | Allnews.Ge

გიორგი სიგუა - GEM FEST 2017-ს სახელმწიფო სტრუქტურებიდან "ერთი თეთრი არ მიუღია"

GEM FEST 2017-ის ორგანიზატირი გიორგი სიგუა აცხადებს, რომ ფესტივალთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებში ტურიზმის ადმინისტრაცია არაფერ შუაშია. მისივე თქმით, GEM FEST 2017-ს სახელმწიფო სტრუქტურებიდან "ერთი თეთრი არ მიუღია".

"ერთი თეთრი არ მიგვიღია GEM FEST 2017-ის ფარგლებში. რამდენიმე არტისტს გადაუხადა სახელმწიფომ ფული ფესტივალზე გამოსასვლელად. ტურიზმის დეპარტამენტი არაფერ შუაშია. ბევრი ერთმანეთთან დაუკავშირებელი ამბის ერთმანეთთან დაკავშირება ხდება", - განაცხადა სიგუამ ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში.

მისივე თქმით, იგი საქართველოში ორ დღეში დაბრუნდება, რის შემდეგაც პრესკონფერენციას გამართავს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, გიორგი ჩოგოვაძის მიერ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება სავარაუდოდ, GEM Fest-ს უკავშირდება. ფესტივალი 1 900 000 ლარით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დააფინანსა.

ფესტივალზე დასაქმებულები კუთვნილი თანხის მიღებას რამდენიმე დღეა ითხოვენ და საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ. ისინი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

myquiz