დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ველობილიკი მოეწყობა | Allnews.Ge

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ველობილიკი მოეწყობა

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ველობილიკი მოეწყობა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, დიდ დიღომში გზების სარეაბილიტაციო სამუშაო ჩატარდა და პეკინის ქუჩის მსგავსად, ველობილიკის მოწყობა მირიან მეფის ქუჩაზეც არის დაგეგმილი.

"დიდ დიღომში გზების სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა. სარემონტო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა პეტრე იბერის, ფარნავაზ მეფისა და პეტრიწის ქუჩებზე. ველობილიკის მოწყობა მირიან მეფის ქუჩაზეც არის გათვალისწინებული", - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

თბილისის მერია ველობილიკის მოწყობას პეკინის ქუჩაზეც გეგმავს, მაშ შემდეგ რაც გზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დასრულდება.

myquiz