სააკაძის მოედანს პარკირების 60 ადგილი დაემატება | Allnews.Ge

სააკაძის მოედანს პარკირების 60 ადგილი დაემატება

პეკინის ქუჩაზე ველოსიპედებისთვის დაახლოებით 900 მეტრიანი ზოლი გამოიყოფა, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი, - ამის თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო შტაბში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო პარკირების სისტემასა და ავტობუსების ხაზთან დაკავშირებულ თემებს.

ამასთან, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, სააკაძის მოედანს ემატება 60 ერთეული პარკირების ადგილი.

"სხდომაზე ტექნიკური საკითხები განვიხილეთ, მათ შორის, როგორ იქნება განლაგებული პარკირების სისტემა სამკუთხედზე - პეკინი-შარტავა-კოსტავას ქუჩებზე; ასევე Bუს ლანე-ები, რა ფართი იქნება მათთვის გამოყოფილი. პარკირების მიმართულებით, კოსტავას ქუჩაზე იცვლება დგომა, გაკეთდება 45 გრადუსიანი დგომა, რათა მეტი სატრანსპორტო საშუალება დაეტიოს, ასევე, სააკაძის მოედანს ემატება 60 ერთეული პარკირების ადგილი. ეს იყო ის საკითხები, რომლებიც გავიარეთ და საპატრულო პოლიციასთან შევთანხმდით. პეკინის ქუჩაზე ფაქტობრივად გადაწყვეტილია ველობილიკის მოწყობა. ველოსიპედებისთვის გამოიყოფა დაახლოებით 900 მეტრიანი ზოლი, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი",- მამუკა მუმლაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

myquiz