თვითმხილველების თვალით დანახული სპეცოპერაცია თბილისში | Allnews.Ge

თვითმხილველების თვალით დანახული სპეცოპერაცია თბილისში

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ თვითმხილველები დეტალებს ყვებიან. არსებული ინფორმაციით, თბილისის შემოსასვლელში მიმდინარე სპეცოპერაციისას სამართალდამცველები დევნას ახორციელებდნენ, თუმცა დანაშაულში ეჭვმიტანილი მათ არ დაემორჩილა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანის გაჩერების მიზნით, მცირე შეჯახება მოახდინეს.

ავტომანქანას, სადაც დაკავებული იმყოფებოდა, წინა მარცხენა მხარეს შეჯახების კვალი აღენიშნება, ასევე გზაზე ყრია შუშის ნამსხვრევები, რომელიც სავარაუდო შეჯახებაზე მოწმობს. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. პოლიციაში, სავარაუდოდ, დაკითხვაზე გადაყვანილია ასევე ავტომანქანაში მყოფი ქალიც.

არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისის გასასვლელში ჩატარებული სპეცოპერაცია გუშინ ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, რა დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, თუმცა ამ ინფორმაციას შსს-ში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

 

თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს

თბილისის შემოსასვლელში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

myquiz