თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს | Allnews.Ge

თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს

თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დრომდე გრძელდება ორი ავტომანქანის ჩხრეკა.

ერთ-ერთ მანქანაში დედასთან ერთად სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ბავშვები რამდენიმე წუთის წინ ტერიტორიიდან გაიყვანეს. სპეცოპერაციის ადგილი გადაკეტილია.

თავად შსს-ში ამ დროისთვის მხოლოდ მცირე კომენტარი კეთდება. მათი ცნობით, დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

 

თბილისის შემოსასვლელში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

myquiz