როგორი ამინდი გველის 15 აგვისტოდან. უახლოესი დღეების პროგნოზი | Allnews.Ge

როგორი ამინდი გველის 15 აგვისტოდან. უახლოესი დღეების პროგნოზი

15-16 აგვისტოს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით,- ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დღეებში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია +29-34 გრადუსი სითბო. 15 აგვისტოს თბილისში +34 გრადუსს პროგნოზირებენ, ხოლო 16 აგვისტოს +32 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, 13-14 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. 13-14 აგვისტოს თბილისში +36 გრადუსია მოსალოდნელი. ამავე დღეებში, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +33-38 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი +32-37 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, 13-14 აგვისტოს მოსალოდნელია +32-34 გრადუსი სითბო, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით.

myquiz