ჯანსუღ ჩარკვიანი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი | Allnews.Ge

ჯანსუღ ჩარკვიანი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ე.წ. არამიანცის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" პოეტის შვილმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, ჯანსუღ ჩარკვიანს ინსულტი აქვს და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"ძალიან მძიმედაა, უკიდურესად მძიმედ, ინსულტი აქვს. 9 დღის წინ საავადმყოფოში მოვათავსეთ. გუშინ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ცნობიერებაც დაკარგა. ფილტვის პნევმონიაც აქვს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად. მთელი საქართველო გვირეკავს, სიყვარულიც ეს ყოფილა, გაოცებულები ვართ", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, ჯანსუღ ჩარკვიანის ჯანმრთელობის გაუარესება ნერვულ სტრესს უკავშირდება.

myquiz