ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა | Allnews.Ge

ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთი შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღესვე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას ხეეს შეეჯახა. დაშავებული მძღოლი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრასპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

myquiz