მაშველებმა ფოთში მამა, სამი მცირეწლოვანი შვილი და ოჯახის ახლობელი გადაარჩინეს | Allnews.Ge

მაშველებმა ფოთში მამა, სამი მცირეწლოვანი შვილი და ოჯახის ახლობელი გადაარჩინეს

მაშველებმა ფოთში ზღვიდან 5 ადამიანი გამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, 3 ბავშვისა და 2 ზრდასრული ადამიანის წყლიდან გამოყვანა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ზღვის მოქცევა დაიწყო და ტალღებმა ტურისტები სიღრმეში გაიტაცა.

"შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთში, მაშველებმა 10 წლამდე 3 ბავშვი, მოზარდების მამა და ოჯახის ახლობელი ქალბატონი გამოიყვანეს. ზღვის მოქცევა დაიწყო, რის გამოც ტალღებმა ტურისტები სიღრმეში გაიტაცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის 5 მაშველი შევიდა ზღვაში და ხუთივე ტურისტი უვნებლად გამოიყვანა სანაპიროზე. სასწრაფოს დახმარების მისვლამდე მათ პირველადი სამედიცინო დახმარება მაშველებმა აღმოუჩინეს. ყველა ტურისტი თავს კარგად გრძნობს", - განაცხადეს საგანგებო სიტუიაციების მართვის სააგენტოში.

myquiz