"ლოკომოტივის" სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა | Allnews.Ge

"ლოკომოტივის" სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

"ლოკომოტივის" სტადიონზე გუშინ, გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სტადიონზე ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის ლოკომოტივის" ფეხბურთელები ეთამაშებოდნენ, როდესაც გულშემატკივრებიდან ერთმა მოქალაქემ სტადიონზე მაშხალა ისროლა.

ინციდენტის დროს თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა და მსაჯები თამაშის გაგრძელებას ვარაუდობდნენ, თუმცა გულშემატკივრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მატჩი შეწყდა, ხოლო სიტუაციის განმუხტვა რამდენიმე წუთში სამართალდამცველებმა მოახერხეს.

myquiz