15 აგვისტოდან ხმაური აიკრძალება | Allnews.Ge

15 აგვისტოდან ხმაური აიკრძალება

ხმაურის შესახებ კანონის ახალი რეგულაციები ძალაში 15 აგვისტოდან შევა. კანონზე პარლამენტში რამდენიმე თვის განმავლობაში მსჯელობდნენ. საბოლოოდ ის მესამე მოსმენით, 83 ხმით დამტკიცდა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ხმაური 23 საათიდან დილის 8 საათამდე აიკრძალება. ამ პერიოდში ხმაური 40 დეციბელს არ უნდა აჭარბებდეს. შეიზღუდება ნებისმიერი სახის პიროტექნიკის გამოყენებაც. დღის განმავლობაში, საძინებელში შემავალი ხმა 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს.

კანონის დარღვევის შემთხვევაში, პირველ ჯერზე საპატრულო პოლიცია ფიზიკურ და იურიდიულ პირს გაფრთხილებას მისცემს, განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარის, იურიდიული პირი კი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. თუ შემთხვევა კიდევ დაფიქსირდა ჯარიმა გაორმაგდება. კანონის შესრულებას, პირველ ჯერზე საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს, 2018 წლის პირველი აპრილიდან კი, ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ამ კანონპროექტზე უშუალოდ მუშაობდა და აცხადებს, რომ კანონი ყველა ფენის ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.

myquiz