ქართული სოფელი, სადაც წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა | Allnews.Ge

ქართული სოფელი, სადაც წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 43 გრადუსი 6 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, ცაგერის რაიონის სოფელ ალპანაში დაფიქსირდა, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მაღალი ტემპერატურა, 40 გრადუსი გუშინ აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, მარნეულში დაფიქსირდა. გუშინ ასევე მაღალი ტემპერატურტა, 39 გრადუსი იყო თბილისში.

სვეტლანა ნიორაძის განმარტებით, გასული წლის აგვისტოს პირველ ნახევართან შედარებით, წელს უფრო მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

რაც შეეხება დღევანდელი დღის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 33-38 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 34-38 გრადუსი. დედაქალაქში დღეს 36 გრადუსია ნავარაუდევი.

 

საქართველოში დღეს მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

myquiz