საქართველოში დღეს მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება
საქართველოში დღეს, 11 აგვისტოს მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა 33-38 გრადუსის, აღმოსავლეთ საქართველოში კი - 34-38 გრადუსის ფარგლებში.
რაც შეეხება თბილისს, დღეს 36, ხოლო 12 აგვისტოს - 35 გრადუსია ნავარაუდევი.
"ამ მაღალი ტემპერატურის ფონზე, ცალკეულ რაიონში შესაძლებელია იყოს ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში 12 აგვისტოს ტემპერატურა მცირედით დაიკლებს.
ქართული სოფელი, სადაც წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა