"კარფური" ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გამო დაჯარიმდა | Allnews.Ge

"კარფური" ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გამო დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტო "კარფურში" ჰიგიენური ნორმების დაუცველობის შესახებ იტყობინება. ამის შესახებ ინფორმაცია momxmarebeli.ge-ს ვებგვერდზე ვრცელდება.

წერილში, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორს უგზავნის, ჰიპერმარკეტ "კარფურის" შემოწმებას ეხება.

"2017 წლის 26 ივლისს  სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან თბილისის საქალაქო სამსახურში შემოვიდა თქვენი წერილი (No10516/09 26.07.2017წ.), რომელიც ეხებოდა ჰიპერმარკეტ "კარფური"-ს შემოწმებას (არაგეგმურ ინსპექტირებას). 04  აგვისტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორების მიერ განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია"-ში (ჰიპერმარკეტი "კარფური", მდებარე ქ.თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, თბილისი მოლი, ს/კ 404923749). 

სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ჰიპერმარკეტის საწარმოში დაცული არ იყო ჰიგიენის ზოგადი წესებით დადგენილი მოთხოვნები. კრიტიკული შეუსაბამობის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი" 68-ემუხლის მე-3 ნაწილით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი No010059, საყინულე მაცივარში და პურ-ფუნთუშეულის საამქროში შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე, ადგილზე ასევე შეივსო შესაბამისობის შეფასების აქტი No1A7С70044260Ε 04/08.2017წ. გაცემული არაკრიტიკული შეუსაბამობების შესასრულებლად მიეცა გონივრული ვადა

(15.09.2017წ.)", - აღნიშნულია წერილში.

წერილი 2017 წლის 8 აგვისტოთი თარიღდება.

მომხმარებელი.ge კარფურში შეძენილ ტკბილეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

myquiz