შსს-ს კომენტარი ბათუმში გარდაცვლილ ახალგაზრდებზე | Allnews.Ge

შსს-ს კომენტარი ბათუმში გარდაცვლილ ახალგაზრდებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდები არასრულწლოვნები არ არიან. უწყების ცნობით, ისინი ახალგაზრდა მამაკაცები არიან. Allnews.ge-სთან საუბარში უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

რაც შეეხება მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ორი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთ-ერთის ცხედარს ძალადობის და წამების კვალი აღენიშნება. როგორც ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილზე შეკრებილთა ნაწილი პირად საუბრებში აცხადებს, ერთ-ერთ გარდაცვლილს, სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი. ასევე, დაზიანებები აღენიშნება ორივე თვალის არეში.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდები ბათუმში დასასვენებლად თბილისიდან იყვნენ ჩასული და მათი ცხედრები მშობლებმა იპოვეს.

როგორც ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა განაცხადეს, ახალგაზრდები ბათუმში დასასვენებლად რამდენიმე დღის ჩასულები იყვნენ, თუმცა ოთხი დღე არ გამოჩენილან, რის შემდეგაც ადგილზე მათი მშობლები ჩავიდნენ.

 

ბათუმში დაღუპული ორი ახალგაზრდა ბიჭის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

myquiz