ბათუმში დაღუპული ორი ახალგაზრდა ბიჭის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი | Allnews.Ge

ბათუმში დაღუპული ორი ახალგაზრდა ბიჭის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მეზობლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი ორი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთ-ერთის ცხედარს ძალადობის და წამების კვალი აღენიშნება.

როგორც ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილზე შეკრებილთა ნაწილი პირად საუბრებში აცხადებს, ერთ-ერთ გარდაცვლილს, სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი. ასევე, დაზიანებები აღენიშნება ორივე თვალის არეში.

გარდაცვლილთა ცხედრები რამდენიმე წუთის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. ისინი ბათუმში თბილისიდან, დასასვენებლად იმყოფებოდნენ. ოჯახი მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც ახლობლები ბათუმში ჩავიდნენ და ახალგაზრდები საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.

შსს-ს კომენტარი ბათუმში გარდაცვლილ ახალგაზრდებზე

ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდები თბილისიდან დასასვენებლად იყვნენ ჩასული

myquiz