დიდ დიღომში ხანძარი ლოკალიზებულია | Allnews.Ge

დიდ დიღომში ხანძარი ლოკალიზებულია

"გუდვილის" მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ჩაქრობა, - ამის შესახებ თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები და ზარალის ოდენობა კი, მოგვიანებით დადგინდება.

"ხანძრის ფართობიდან გამომდინარე იქმნებოდა საფრთხე, რომ აღნიშნული ცეცხლი გავრცელებულიყო "გუდვილის" შენობასა და მიმდებარედ არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე, მაგრამ მეხანძრეების მყისიერი რეაგირებიდან გამომდინარე, აღნიშნული საშიშროება აღმოიფხვრა. დაიწვა 2 ჰექტრამდე ტერიტორია, სადაც განთავსებული იყო ძველი ავეჯი და ძველი საბურავები", - განაცხადა დავით გელაშვილმა.

მისივე თქმით, ხანძრის ჩაქრობას 12 ერთეული სამაშველო ბრიგადა ცდილობდა.

myquiz